top of page

Ჩვენ შესახებ

კომპანია MTR სამშენებლო ინვენტარისა და ტექნიკის გაყიდვა/გაქირავების ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. კომპანია მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.
MTR-ი 2020 წლიდან საერთაშორისო კომპანია
Alsina – ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.
alsina logo red background.jpg
A Global comppany.jpg

Alsina ესპანეთში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც აქვს 70 წელზე მეტი გამოცდილება სამშენებლო ინვენტარის წარმოებასა და გაქირავების მიმართულებით. Alsina 1950 წელს დაარსდა და დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში,  33 საოპერაციო ცენტრით არის წარმოდგენილი, რომელთა საშუალებითაც უზრუნველყოფს პერსონიფიცირებულ და მოქნილს მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ კომპანია Alsina – ს შემოსავლების 70% -ს საერთაშორისო ტრანზაქციები შეადგენს.

MTR - ის ბიზნეს პროფილი მრავალფეროვანია და სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს: 

  • საყალიბე სისტემებითანამედროვე საყალიბე სისტემები უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტების ეფექტურად წარმართვას. გარდა თანამედროვე სამშენებლო აღჭურვილობისა, MTR გთავაზობთ სრულ საინჟინრო საკონსულტაციო მომსახურებას 
     

  • სამშენებლო დგარები & ხარაჩოები უმაღლესი ხარისხის სამშენებლო დგარები და ხარაჩოები უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტის უსაფრთხოებასა და სიმყარეს. 
     

  • სამშენებლო ტექნიკის იჯარა და მიწის სამუშაოების წარმოება - კომპანია ფლობს ახალ, თანამედროვე, სამშენებლო ტექნიკას და გამოცდილი ოპერატორების გუნდს, რაც მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს მიწის სამუშაოების ეფექტურ დაგეგმვა-განხორციელებას. 
     

გარდა მრავალფეროვანი ექსკლუზიური პროდუქციისა, MTR გამოირჩევა კვალიფიციური ინჟინრებისგან შემდგარი გუნდით, რომლებიც სრულ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს:

  • მუშა-ნახაზების შედგენა

  • ბეტონის ჩასხმების ციკლის დაგეგმვა-ოპტიმიზაცია

  • საყალიბე სისტემების შერჩევა-ოპტიმიზაცია და ინსტრუქტაჟი

ჩვენი ხედვა და მისია

MTR - ის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის კომფორტული, სრულყოფილი მომსახურების შეთავაზებაა. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ინოვაციებზე და მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს სამშენებლო სფეროს განვითარებაში: უახლესი ტექნოლოგიების, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სტაბილური განვითარების საშუალებით.

 

ჩვენი მისიაა, თანამედროვე  სტანდარტების დანერგვით ხარისხისა და ეფექტურობის ზრდა, სამშენებლო პროცესების წარმართვისას.

MTR - როცა შენებას იწყებ

გვერდი მზადების პროცესშია

bottom of page