პროდუქტები
MTR გთავაზობთ ესპანური კომპანია Alsina-ს საყალიბე სისტემების ფართო არჩევანს.
Alsina-ს ინოვაციური საყალიბე სისტემები უსაფრთხო და ეფექტურ გადაწყვეტას უზრუნველყოფს ბეტონის ზედაპირის კონსტრუქციების ფორმირებისას
MTR გთავაზობთ სრულ საკონსულტაციო მომსახურებას:
-
მუშა-ნახაზების შედგენა
-
ბეტონის ჩასხმების ციკლის დაგეგმვა-ოპტიმიზაცია
-
თანამედროვე, ინოვაციური საყალიბე სისტემების შერჩევა-ოპტიმიზაცია და ინსტრუქტაჟი
საყალიბე სისტემები:
MECANOFLEX
საყალიბე სისტემა, რომელიც გამოიყენება ბეტონის გადახურვის ფილებისა და რიგელების ფორმირებისთვის.
შემადგენელი კომპონენტების სიმცირე (ძირითადი და დამხმარე საყრდენი კოჭი) უზრუნველყოფს სისტემის მოქნილობას, რაც საშუალებას იძლევა ადაპტირდეს ნებისმიერი გეომეტრიის ჰორიზონტალური კონსტრუქციის შესაბამისად.
საყრდენი კოჭების U ფორმის გეომეტრია ამარტივებს სისტემის აწყობას და ფიქსაციას, შესაბამისად არ საჭიროებს აზომვას და ლურსმნით დამაგრებას.
სისტემის სტრუქტურული ელემენტები დამზადებულია მაღალი სიმტკიცის მეტალისგან, რაც განსაზღვრავს მის მაღალ ცვეთამედეგობას და ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადას.
ALISPLY MANUAL PLUS
უნივერსალური საყალიბე სისტემა, რომელიც განკუთვნილია ბეტონის კედლებისა და სვეტების ფორმირებისთვის.
სისტემის რეგულირებადი ელემენტები ადაპტირებულია ნებისმიერი ფორმისა და ზომის ბეტონის კონსტრუქციების მოსაწყობად.
-
წონა: 30 კგ/მ2
-
მაქსიმალური დატვირთვა: 80 კნ/მ2 (8.000 კგ/მ2)
-
სიმტკიცე: DIN 18202 შესაბამისი
-
უნიკალური ჩამკეტი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პანელების მყარად დაფიქსირებას, ასევე ამცირებს პანელზე გარეგანი ზემოქმედების სიხშირეს.
-
პანელების ლითონის ჩარჩო დაფარულია გალავანიზირებული საფარით, რომელიც იცავს სისტემას კოროზიისგან.
-
1.50-3.00 მეტრამდე სიმაღლის პანელების არჩევანი უზრუნველყოფს სისტემის ოპტიმალურად მორგებას ნებისმიერ პროექტზე.
VCM
ინოვაციური პანელური საყალიბე სისტემა ბეტონის რიგელების მოსაწყობად.
სისტემა სრულად უნივერსალურია. შემადგენელი პანელები რეგულირებადია, რაც შესაძლებლობას იძლევა ადაპტირდეს ნებისმიერი სისქისა და სიგანის ბეტონის რიგელის შესაბამისად.
სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს გამოყენების სიმარტივე და სისწრაფე. სისტემის მოხსნა და მომდევნო კონსტრუქციაზე გამოყენება შესაძლებელია ბეტონირებიდან სულ რაღაც 3 დღეში.
-
წონა: 22 კგ/მ2
-
აქსიმალური დატვირთვა: 25 კნ/მ2 (2.500 კგ/მ2)
-
მინიმუმამდე შემცირებულია ხის დანახარჯი
-
მინიმუმამდე შემცირებულია საყრდენი დგარების დანახარჯი: 1 დგარი ყოველ 1.57 მეტრზე
საიტი მზადების პროცესშია